"ზღვა, სანაპირო და იოდით მდიდარი ჰაერი ბავშვის სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს" - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები ზღვაზე დასვენებისთვის

06 Jul 2021 19:48

დადგა ზაფხულის არდადეგები. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ქალაქის დაბინძურებული ჰაერი, დახურულ ოთახებში ხანგრძლივი ყოფნა, ცხოვრების უმოძრაო წესი, კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვის სხეულის დამცავი ძალების დაქვეითებას იწვევს. ამიტომ, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი დასვენება და რაც შეიძლება მეტი დროს გატარება სუფთა ჰაერზე. თუმცა დასვენებასა და კურორტების შერჩევასთან დაკავშირებით, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე Mshoblebi.ge-ს მკითხველს ძალიან საინტერესო რჩევებს უზიარებს ზაფხულში დასვენებასა და უსაფრთხოების წესებზე:


- დასვენების ხანგრძლივობასაკმარისი უნდა იყოს ბავშვის ადაპტაციისა და გამოჯანსაღებისთვის. ბავშვის სხეულის ადაპტაცია კლიმატის ცვლილებასთან შეიძლება გაგრძელდეს 3 – დან 10 დღემდე, ამიტომ დასვენება ზღვის სანაპიროზე უნდა გაგრძელდეს მინიმუმ სამი კვირა. შემდეგ ბავშვს ექნება დრო ადაპტაციისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის.


ლამაზი სიტყვა "თალასოთერაპია", რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც "ზღვით მკურნალობა", ყველასთვის ცნობილი არ არის. 

მაგრამ, ამის გარეშეც ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ ზაფხულში ნამდვილად ღირს ბავშვთან ზღვაზე გასვლა - დასვენება და ჯანმრთელობის გაკაჟება: ზღვის წყლის სასარგებლო თვისებები უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია. ბავშვისთვის ზღვის პირველი სარგებელი გაკაჟებაა.  ზღვის წყლის ტემპერატურა ყოველთვის დაბალია სხეულის ტემპერატურაზე. როგორც კი ზღვაში ჩავალთ, ზედაპირული სისხლძარღვები შევიწროვდება და სისხლი შინაგანი ორგანოებისკენ მიემართება. 


შემდეგ პირველ სიცივეს სითბოს შეგრძნება ცვლის,სუნთქვა ღრმავდება, გულისცემა ხშირდება. 

სისხლძარღვების ამგვარი "ვარჯიში" ჯანმრთელობის გაუმჯობესების კარგი პროცედურაა. ამას ემატება ზღვის ჰიდრომასაჟის მოქმედება, რომელიც კუნთების ტონუსს უწყობს ხელს.


იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანს შეგიძლიათ ბანაობა ზღვაში, უნდა გავითვალისწინოთ  წყლისა და ჰაერის ტემპერატურა და ასევე ბავშვის ასაკი. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის  ზღვის წყლის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +22°C (2-3 წლის ბავშვებისთვის - + 24°C). ბანაობის ხანგრძლივობა 2-3-დან 10 წუთამდეა. სასკოლო ასაკის ბავშვებს შეუძლიათ უფრო ცივ წყალში ბანაობა, მაგალითად, 18-20 გრადუსი. წყალში შეუძლიათ დარჩეთ 15-20 წუთი.


სარგებელი #2: გაცივების პროფილაქტიკა.

ზღვის ჰაერი ზღვის მარილის ნაწილაკებითა და წყალმცენარეების ფიტონციდებით გაჯერებული, მტვრისგან გაწმენდილი, უარყოფითი ჰაერის იონებით მდიდარი, ნამდვილი ხსნაა ქალაქების მტვრიანი და დაბინძურებული ჰაერის შემდეგ. ზღვაზე ასეთი დასვენების შემდეგ, თქვენ დაივიწყებთ, რა არის ხშირი გაციება ბავშვებში.


სარგებელი # 3: ნერვული სისტემის გაძლიერება.

ყველას გამოცდილი გვაქვს ზღვის ტალღების ხმის დამამშვიდებელი მოქმედება. ზღვის წყალი შეიცავს ბრომის მარილებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაღლილობისა და გაღიზიანების შემცირებას. ზღვის წყალში შემავალი იოდი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ის ამცირებს შფოთვას. 


ზღვაში ცურვის შემდეგ სხეულზე წარმოიქმნება ე.წ. მარილოვანი საფარი. თუ თქვენს შვილს არ აქვს ზღვის წყალზე კანის გაღიზიანება, ნუ იჩქარებთ მარილის ჩამორეცხვას.


სარგებელი # 4: ზღვის წყლის სამკურნალო თვისებები.

წყლის ქიმიური შემადგენლობა ახლოსაა ადამიანის სხეულის სისხლის და უჯრედშორისი სითხის შემადგენლობასთან. ნატრიუმის, ქლორის, მაგნიუმის, კალიუმის, ბრომის, იოდის იონები აღწევენ სხეულში, რაც დადებითად მოქმედებს მისი ყველა სისტემის მუშაობაზე. მარილის "გამაძლიერებელი" მოქმედება სასარგებლოა სასუნთქი სისტემის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, კუნთოვანი, კარდიოვასკულური, ენდოკრინული სისტემის დაავადებების და კანის დაავადებების დროს.


სარგებელი # 5: პოზიტიური ზეგავლენა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე.

მშობლები ხშირად აფიქსირებენ ბავშვების სწრაფ განვითარებას დასვენების შემდეგ. 

აქ სამი ფაქტორი ერწყმის ერთმანეთს: პირველ რიგში, ზღვის წყალი და ჰაერი იოდის წყაროა - მიკროელემენტის, რომლის ნაკლებობა ასუსტებს მეხსიერებასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მეორეც, დასვენება ახალი შთაბეჭდილებების წყაროა. მესამე, ქვიშაზე და კენჭებზე სიარული კარგი ტრენინგია წვრილი მოტორიკისთვის. ყველაფერი ეს მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.


გაითვალისწინეთ, რომ იოდის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ჰაერში აღინიშნება დილაადრიან და საღამოს საათებში. ამიტომ, ეცადეთ, ბავშვი ადრე გაიღვიძოთ, საღამოები კი ზღვის პირას გასეირნებას დაუთმოთ. ზღვის წყალში ცურვის სარგებელი არ არის ზღვაზე  დასვენების ერთადერთი პლუსი. სუფთა ჰაერზე სიარული, მზის აბაზანები, თბილი ქვიშა, კენჭებზე სიარული ყველაფერ ამას თავისი ეფექტი აქვს.


mshoblebi


ცურვის შესწავლა: როდის უნდა დაიწყოს და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

ცურვის სწავლა ყველა ოჯახის პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარი, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს დახრჩობის თავიდან ასაცილებლად. ბავშვებმა და მათმა მშობლებმა უნდა ისწავლონ ცურვა, რათა წყალში იყვნენ დაცული და გაერთონ! ბავშვები სხვადასხვა ტემპით ვითარდებიან და ყველა მზად არ არის, ზუსტად ერთსა და იმავე ასაკში დაიწყოს ცურვის გაკვეთილები. თქვენი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ თქვენი ბავშვის ემოციური სიმწიფე, ფიზიკური განვითარების შესაძლებლობები და კომფორტის დონე. 


ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით,  ცურვის შესწავლა მრავალი ბავშვისთვის შესაძლებელია დავიწყოთ 1 წლის ასაკიდან. ცურვის შესწავლა 4 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულოა ოჯახების უმეტესობისთვის.


mshoblebi.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი