„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი დავით სუბელიანი - დღევანდელ, მდუმარე აქციაზე შემოერთება იქნება ღირსების მარში

06 Jul 2021 22:34

მდუმარე აქციაზე შემოერთება იქნება ღირსების მარში და დღეს უფრო მძლავრად დავანახებთ, რომ ისინი არ არიან უმრავლესობაში, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციაზე “ღირსების მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით სუბელიანმა განაცხადა.


მისივე თქმით, ისინი შემდგომ ნაბიჯებს ხელისუფლების და საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე დაგეგმავენ.


“ამ საზოგადოებაში უმრავლესობას მშვიდობა და განვითარება სურს. სახელმწიფოს და ეკლესიის მიერ ორკესტრირებული ძალადობრივი ჯგუფები არის უმცირესობა. დღეს გვაქვს პასუხი გასაცემი და ამაზე ვართ ფოკუსირებული. იმის მიხედვით, როგორი პასუხი გვექნება საზოგადოებისგან, სახელმწიფო სტრუქტურებისგან, დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს“, - განაცხადა სუბელიანმა.


ცნობისთვის, პარლამენტთან გუშინ განვითარებული მოვლენების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქციაა მიმდინარეობს. აქციის დაწყებამდე ადგილზე გამოჩნდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. ისინი აცხადებენ, რომ დაგეგმილ აქციას ჩაშლიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებს პრაიდის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ქაშუეთთან არიან შეკრებილნი, ალყაში ჰყავთ მოქცეული და პარლამენტის შენობასთან გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.




კომენტარები:

ფართი შოპი