გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთი თავის ჭაობში გვექაჩება - გუშინ გამოწვევა ესროლეს არა მხოლოდ ერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ უმცირესობის ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას

06 Jul 2021 22:41

გუშინ გამოწვევა ესროლეს არა მხოლოდ ერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ უმცირესობის ჯგუფს, არამედ გვესროლეს მთელ საზოგადოებას და პირდაპირ გამოგვიცხადეს - გებრძვით ყველას, ვისაც თავისუფლება უნდა ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც “მდუმარე აქცია” უნდა გაიმართოს.


ბოკერიას თქმით, პროცესი, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს თავისუფლებისთვის ბრძოლაა.


“ეს არ არის ერთდღიანი ბრძოლა, ეს ბრძოლა დიდი ხანია გრძელდება. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანების თავისუფლებისთვის. 


ჩვენ ვიყავით დაპყრობილები მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო საშიში, საბჭოთა ტირანიის მიერ, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ანგრევდა და თავისუფლების მთავარი საფრთხე იყო. დღესაც საბჭოთა ტირანიის მემკვიდრე, პუტინის რუსეთი თავის ჭაობში გვექაჩება. ოღონდ უბედურება ისაა, რომ მარტო გარე მტერი კი არ გვყავს, გვყავს ქვეყნის შიგნით ჯგუფები და რაც უბედურებაა, მთავრობა, ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის ღიად ალიანსშია ამ ძალებთან და უნდა, რომ ამ ჭაობში დაგვტოვოს, ოღონდ თვითონ იყოს ხელისუფლებაში. გუშინ გამოწვევა ესროლეს არა მხოლოდ ერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ უმცირესობის ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას და პირდაპირ გამოგვიცხადეს - გებრძვით ყველას, ვისაც თავისუფლება უნდა ამ ქვეყანაში. არ დავთმობთ ამ ქვეყნის მომავალს. მესმის, რაც ვიხილეთ მძიმე მომენტია და ამას დღევანდელი შეკრება ვერ შეცვლის, მაგრამ დღევანდელი შეკრება აუცილებელია და ბევრი შეკრება იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი”,- განაცხადა ბოკერიამ,





კომენტარები:

ფართი შოპი