დავით ქართველიშვილი: გუშინდელ აქციაზე გამოვიცანი ჩემთვის კარგად ნაცნობი ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ გააჩნიათ არც საპატრიარქოსთან, არც მოქმედ ხელისუფლებასთან

07 Jul 2021 00:00

„გუშინდელ აქციაზე გამოვიცანი ჩემი ოპერატიული საქმიანობის დროინდელი, ჩემთვის კარგად ნაცნობი ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ გააჩნიათ არც საპატრიარქოსთან, არც მოქმედ ხელისუფლებასთან, ხოლო კუდ-თან - კი. 

დანარჩენს მოვახსენებ დაინტერსებულ მხარეს, მათი მხრიდან შესაძლო პროცესუალური ინტერესის გაჩენისთანავე“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 


დავით ქართველიშვილი - გუშინდელ აქციაზე გამოვიცანი ჩემთვის კარგად ნაცნობი ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ გააჩნიათ არც საპატრიარქოსთან, არც მოქმედ ხელისუფლებასთან


„გუშინდელ აქციაზე გამოვიცანი ჩემი ოპერატიული საქმიანობის დროინდელი, ჩემთვის კარგად ნაცნობი ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ გააჩნიათ არც საპატრიარქოსთან, არც მოქმედ ხელისუფლებასთან, ხოლო კუდ-თან - კი. დანარჩენს მოვახსენებ დაინტერსებულ მხარეს, მათი მხრიდან შესაძლო პროცესუალური ინტერესის გაჩენისთანავე“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


აქვე ქართველიშვილი აქვეყნებს ფოტოს და აღნიშნავს, რომ დაუკავშირდა მოძღვარი, რომელმაც გუშინდელ აქციაზე ამოიცნო ნაცრისფერ სამღვდელო ანაფორაში შემოსილი, ვინმე მერაბ (მირონ) სულაქველიძე, რომელიც არა თუ მღვდელი - დიაკვანიც კი არ არის.


სულაქველიძე წარსულში ცნობილია, როგორც ჟურნალ „ლაზარეს აღდგინების“ გამომცემელი, რომლის დამფინანსებელი იყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი, ზურაბ წერეთელი.


მისივე თქმით, მედიის ყურადღება მან მიიპყრო რუსთაველის გამზირზე მიტანილი ტაბურეტით, გასაგებია - რა ტიპის ასოციაციების აღძვრის მიზნით.


„დამიკავშირდა მოძღვარი. გუშინდელ აქციაზე ტელესივრციდან გამოიცნო ვინმე მერაბ (მირონ) სულაქველიძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე მისული იყო ნაცრისფერ სამღვდელო ანაფორაში შემოსილი, რომელიც არა თუ მღვდელი - დიაკვანიც კი არ არის. მედიასაშუალებების ყურადღება, რომელსაც არც კი გაურბოდა - მან მიიპყრო რუსთაველის გამზირზე მოტანილი ტაბურეტით. გასაგებია - რა ტიპის ასოციაციების აღძვრის მიზნით. მერაბ სულაქველიძე წარსულში ცნობილია, როგორც ჟურნალ „ლაზარეს აღდგინების“ გამომცემელი, რომლის დამფინანსებელი იყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი, ზურაბ წერეთელი. კონსპიროლოგიური თეორიების მოყვარულთათვის - ა, ბატონო, რუსული კვალიც. რომელსაც - რა თქმა უნდა - ვემიჯნებით“, - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი