მდუმარე აქციის მონაწილეთა ნაწილი ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებს

07 Jul 2021 00:22

მდუმარე აქციის მონაწილეების ნაწილი ამ წუთებში რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს.


ისინი ტერიტორიას სამართალდამცველთა დახმარებით ტოვებენ.


აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვისა და რკინის ბარიკადების გარღვევა სცადეს.


ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით პიროტექნიკას ქვებსა და სხვადასხვა სახის ნივთებს ისროდნენ.


„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ამ დრომდე ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ შეჭრას, სადაც სოლიდარობის აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი