„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ვაჟა სირაძისგან რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის მიყვანას მოითხოვენ

07 Jul 2021 00:49

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძისგან რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის მიყვანას მოითხოვენ.


რამდენიმე წუთის წინ ვაჟა სირაძესთან „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე მივიდა, რომელმაც სირაძეს სწორედ საპოლიციო ძალების კიდევ უფრო გაძლიერების მოთხოვნა წაუყენეს.


ამასთან, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ სიტყვას: „სპეცრაზმი“, რითაც რუსთაველის გამზირზე სწორედ სპეციალური დანიშნულების რაზმის მისვლას მოითხოვდნენ.


გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ვაჟა სირაძისგან მიიღო დაპირება, რომ „სპეცრაზმს გაიყვანენ რაღაც ეტაპის მერე“.


ამ დროისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა, ნაწილი კი ადგილზე რჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პრაიდის მოწინააღმდეგეებიც. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავს გაყოფილი.


ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი