“ქვების სროლაზე გადავიდნენ…”- გიგა მაქარაშვილი

07 Jul 2021 01:20

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ქვების სროლაზე გადავიდნენ…”


შეგახსენებთ, პარლამენტთან იმართება აქცია, გუშინ, 5 ივლისს მომხარი ძალადობის გასაპროტესტებლად, პარალელურად, კონტრაქცია იმართება ქაშუეთთან.


რუსთავი2-ის ინფორმაციით, ქაშუეთთან შეკრებილი აქციიდან პოლიციელებს შეასხეს გაურკვეველი ნივთიერება და სავარაუდოდ, ააფეტქეს პიროტექნიკაც.


ფორმულას ინფორმაციით, ისინი ისვრიან ქვებს და რკინის ნაჭრებს, მინის ბოთლებს და ა.შ.


აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან ამბობს, რომ ქვა ქალს მოხვდა და ფეხი მოტყდა.


ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და მათ გადაჰყავთ დაზარალებულები.


ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ამატებს ცოცხალ ძალას, მოიყვანეს მიკროავტობუსებიც, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია რისთვის და ამატებს ასევე ჯებირებს.


პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს და პოლიციამ არაერთი მოძალადე დააკავა.




კომენტარები:

ფართი შოპი