17-ჯერ მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე რძე... - ყველა მიზეზი, რატომაც ნესვის ჭამა დღესვე უნდა დაიწყოთ

07 Jul 2021 10:51

ნესვი შეიცავს B1, B2, PP, A, C ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ამ ელემენტის მასური წილი ნესვში 17-ჯერ აღემატება რძეში არსებულს. ნესვში უხვად არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორიც. 


ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის (სისხლნაკლებობის) და ორგანიზმის გა­ნლევის, აგრეთვე ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. 

ნესვი აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, აქვეითებს მათ ტოქსიკურობას. 

ნესვი უამრავ ფერმენტს შეიცავს, ამიტომ ის ადვილი ასათვისებელია და ნაწლავთა ფუნქციასაც აუმჯობესებს. ის შეგიძლიათ მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად! ექიმები ნესვს გვირჩევენ ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს.

 

ის მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გარეგნობას. 

ნესვის თესლი პოტენციის ასამაღლებელი უძველესი საშუალებაა. ამ მიზნით უმი თესლის დაღეჭვაა რეკომენდებული, უმჯობესია, თაფლთან ერთად და აუცილებლად ზომიერების დაცვით - არა უმეტეს დღეში ორი გრამისა. სხვაგვარად შესაძლოა ელენთა გაგიღიზიანდეთ.

 


 

თესლს ასევე აშრობენ და ფქვავენ და პოტენციის ასამაღლებლად დღეში სამჯერ იღებენ თითო ჩაის კოვზ ფხვნილს. ნესვს უნიკალურ დიეტურ და სამკურნალო საშუალებად მიიჩნევენ, თუმცა არასწორი გამოყენების შემთხვევაში მან შესაძლოა გვაწყინოს კიდეც. 


ნესვი დაბალკალორიულია (30-38 კკალ/100გ), ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოიწყოთ მისი ნაყოფით განტვირთვის დღეები, ოღონდ სამ დღეზე მეტხანს ამ "გემრიელი და სასარგებლო" დიეტის გაგრძელებას არ გირჩევთ.

 

ნესვი ფოლიუმის მჟავას ანუ B9 ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის ორსულობისა და კლიმაქტერიულ პერიოდში, ასევე მათთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიის დაძლევა სურს. ნესვში უხვად არსებული ბეტა კაროტინი ალამაზებს კანს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. 


ნესვი ამაღლებს გუნება-განწყობას, ხსნის უძილობას, დაღლილობასა და გაღიზიანებადობას. ეს ფერმენტ სუპეროქსიდისმუტაზის დამსახურებაა. ნესვის სამკურნალო თვისებებს მასში შემავალი მიკროელემენტები განსაზღვრავს.


გემრიელია




კომენტარები:

ფართი შოპი