„ბრძოლაა საჭირო, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ... ჩვენ შვილებს თავისუფალი და ფერადი სამშობლო შევუნარჩუნოთ“ - მაკა ჩიჩუა

07 Jul 2021 14:01

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისში მიმდინარე ამბებს ეხმაურება.


მისი თქმით, ძალადობა ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია.


„ისიც იყო არცთუ დიდი ხნის წინ, როცა ოსკარ უაილდი სექსუალური ორიენტაციის გამო დაატუსაღეს პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა მალევე მიხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ეს ქმედება მცდარია ყოველმხრივ, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე მორალური!


მორალური და ჰუმანური თვალსაზრისით..


ბალანსისთვის საჭიროა სხვა სტრატეგია, რომელიც კანონს და მორალს დაარეგულირებს... მეტად დაარბილებს და გააადამიანურებს სასტიკ სამყაროს...


თუმცა მკაცრად და ხაზგასმით კანონის ფარგლებში... დასავლეთმა და ევროპამ ეს გზა აირჩია... მათაც მძიმე გზა გაიარეს... ძალიან მძიმე...


ჩვენ დღეს გვინდა ვიყოთ ცივილური ნაწილის მხარეს და ჯანსაღ მომავალზე ორიენტირებულნი...


იყო დრო როცა ევროპაში და არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ჰქონდა არჩევნებში...


ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ...


მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ბრძოლაა საჭირო, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და ჩვენს შვილებს სამშობლო შევუნარჩუნოთ.. თავისუფალი და ფერადი.. როგორიც სინამდვილეშია“,- წერს ჩიჩუა.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი