„ნაცმოძრაობა“ თანამონაწილეა იმის, რაც 5 ივლისს თბილისში ხდებოდა“ - ჩერგოლეიშვილი

07 Jul 2021 15:32

საინფორმაციო პორტალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს. ჩერგოლეიშვილის მიიჩნევს, რომ რადგან  პარტია გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციას არ შეუერთდა ე. ი მოძრაობა ჰომოფობების თანამონაწილეა.


„ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გუშინდელი საქციელი (უსაქციელობა) - როგორც დაიმალნენ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში თავისუფლების ბედი წყდებოდა, თუ მედიის მხრიდან კითხვების და ლუპის ქვეშ არ მოექცევა, არ უნდა გაგვიკვირდეს, მოძალადე ბანდების თარეში.


ასეთი პოპულისტური კომპრომისები სინდისთან და ამ ქვეყნის თავისუფლებასთან, ახალისებს მოძალადეებს ჟურნალისტებს სცემონ, ტურისტები დაჭრან და ქვეყნის თავისუფლებას საფრთხე შეუქმნან. თანამონაწილეა ნაცმოძრაობა იმის, რაც 5 ივლისს თბილისში ხდებოდა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.


 digest.ge





კომენტარები:

ფართი შოპი