როგორ ინახება მონაცემები კომპანიაში

07 Jul 2021 17:06

თანამედროვე კომპანიები მუდმივად ადგანან არამხოლოდ გაციფრულების გზას, არამედ ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები და განავითარონ ინოვაციები. დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისად აუცილებელია ფუნდამენტშივე სწორად იყოს გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი და შესაბამისი პრირიტეტი მიენიჭოს. თანამედროვე ეპოქაში ყველაზე მეტად ინფორმაცია ფასობს, ამიტომაცაა აუცილებელი მაქსიმალურად იყოს დაცული კომპანიაში პირადი ინფო, მასზე წვდომა განსაზღვრული იყოს, გადაცემა კი ეფექტური. ინფორმაციის ზრდასთან ერთად ჩნდება საჭიროება სერვერი მოწესრიგებული იყოს, ამიტომაც პერიოდული მონიტორინგი აუცილებელია. დღევანდელობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ტემპი ძალიან მაღალია, შესაბამისად წლიდან წლამდე იქმნება უფრო მეტად გაუმჯობესებული და დახვეწილი ტექნოლოგიები, რაც შესაძლებლობას იძლევა შემუშავდეს ისეთი პროექტები, რომლის შესრულებაც ამ დრომდე მხოლოდ თეორიულად იყო შესაძლებელი.


ნებისმიერ კომპანიაში აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი ტიპის სერვერები, რათა სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ინფორმაციის გადამისამართება. სერვერებზე ინფორმაცია ინახება, რომელზე წვდომაც სასურველია შეზღუდული იყოს, დაშვება კი პრიორიტეტის მიხედვით იყოს შესაძლებელი, შესაბამისად მნიშვნელოვანია მონაცემთა შენახვის სისტემა სრულად გამრთული და ფუნქციური იყოს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს პროგრამულსა და აპარატურის კომპლექსს, რომელიც ინახავს დიდი რაოდენობით ინფორმაციას და უზრუნველყოფს სწორად მართვისა. როგორც წესი, კომპანიებში ინფორმაცია ინახება ადგილობრივ მყარ დისკზე, რომლის მთლიანი მოცულობაც შეიძლება ასობით ტერაბაიტსაც კი მიაღწიოს. ამ დროისთვის მთავარი საცავი მედია მყარი დისკებია, რომელთა მოცულობამ ცოტა ხნის წინ 1 ტერაბაიტს მიაღწია.


მნიშვნელოვანია სწორად იყოს ინტეგრირებული მონაცემთა შენახვა-დამუშავების განაწილებული სისტემა, რომელიც მთელი რიგი პროგრამულ და აპარატურულ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს და ქმნის ერთიან სისტემას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტექნოლოგიებს. ასეთი ტიპის ტექნოლოგიებს კომპანიებში გამოიყენებენ როგორც მონაცემების შესანახად, ასევე მათი გადაცემისთვისა და დამუშავებისთვის.


დღევანდელ რეალობაში კომპანიების მენეჯერებმა უნდა გაიაზრონ ის ფაქტი, რომ საკუთარი ინფორმაციის დაცვა უპირველესი პრიორიტეტია და მისი გაჟონვის შემთხვევაში შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს, ამასთან ერთად კი მნიშვნელოვანია სისტემა კარგად გამართული იყოს. როდესაც კომპანიას მართავ შესაძლოა სხვა პრობლემა უფრო პრიორიტეტულად მიგაჩნდეს და ეს კონკრეტული სფერო მომავლისთვის გადადო, რადგან ფიიქრობდე იმასაც, რომ საფრთხე ნაკლებად გემუქრება, თუმცა რეალურად ზუსტად ასეთი ინფანტილური მიდგომა აზიანებს ბევრ კომპანიას. მნიშვნელოვანია მონაცემები უსაფრთხოდ იყოს დაცული, ინფორმაციისთვის კი თანამედროვე ტიპის სერვერი იყოს ინტეგრირებული.


ამასთანავე მნიშვნელოვანია ამ სფეროს გამოცდილმა პროფესიონალთა გუნდმა ჩაიბაროს, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ და ვინც კარგი რეპუტაციით სარგებლობს ბაზარზე, ვინაიდან ერთი პატარა არასწორად გაკეთებულმა დეტალმაც კი შესაძლოა შემდეგში მთლიანი სისტემის შეცვლა გამოიწვიოს. ამასთანავე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სანდოობა, რათა ვინმემ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის არ გამოიყენოს შესრულებული საქმე. მნიშვნელოვანია ასევე, მჭიდრო კონტაქტი გქონდეთ პარტნიორ კომპანიასთან, რადგან სისტემის პერიოდული შემოწმება მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება საქმეს, რათა დროულად მოხდეს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა და წინდაწინ იყოს შესაძლებელია პოტენციური დაბრკოლებების განსაზღვრა.



კომენტარები:

ფართი შოპი