ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

07 Jul 2021 17:17

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში, ავსტრიის პარლამენტში, ავსტრია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გუდრუნ კუგლერს და მეგობრობის ჯგუფის წევრებს - სიბილე ჰამანს, მანფრედ ჰოფინგრერს და იოჰანეს შმუკენშლაგერს (სხვადასხვა პარტიიდან) შეხვდა.

 

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროფესიული განათლების მიმართულებაზე. ასევე, მიმოიხილეს ლოჯისტიკური და საწარმოო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობები.

 

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის - რუსეთის მიერ ოკუპირებულ  ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. „ავსტრია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საქართველოს, როგორც ფასილიტატორი ქვეყნის როლზე. „ავსტრიელი კოლეგების მხრიდან, დადებითად ფასდება საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ავსტრია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვიზიტი მომავალი წლის დასაწყისში შედგება.

 

 



კომენტარები:

ფართი შოპი