„პოლიციელი ბრაზდება, ძალიან ბრაზდება ყველაზე! მოძალადეებზე, ხელისუფლებაზე, მთელ სამყაროზე“ - რას წერს მაქარაშვილი

07 Jul 2021 20:57

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სამართალდამცველების შესახებ წერს.


მისი თქმით, მათზე დიდი ზეწოლაა და საკუთარი თავები მათ ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ.


„აბა წამით რიგითი პოლიციელის ადგილას წარმოიდგინეთ თავი.

დგას სრულიად დაუცველები, თავში ხვდება ქვები, რკინის საგნები, კვერცხები, მინის ბოთლები… ყურთან უფეთქდება სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილებები…

ეს ყველაფერი გრძელდება რამდენიმე საათი!
მთელი ეს დრო ყველა პოლიციელმა იცის, რომ იქვე, 50 მეტრში, კონდიციონერიან ავტობუსებში სხედან მაქსიმალურად შეფუთული, ჩაფხუტიანი, ტანზე აბჯრიანი, ფარებიანი სპეცრაზმელები. რბილად სხედან და სქროლავენ, ცივ წყალს სვამენ, არც არაფერი უჭირთ.


ეს ყველაფერი გრძელდება რამდენიმე საათი!
და მთელი ეს დრო პოლიციელი ბრაზდება, ძალიან ბრაზდება ყველაზე! მოძალადეებზე, ხელისუფლებაზე, მთელ სამყაროზე.
არც ვიცი რა გითხრათ, ეგრე იცის მოძალადე რეჟიმის სამსახურში დგომამ და თუ სასწრაფოდ არ შევცვალეთ ხელისუფლებაც და დამოკიდებულებაც, მთელი ცხოვრება მაგ ჯოჯოხეთში მოგვიწევს ცხოვრება!“- წერს მაქარაშვილი.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი