ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელიას ნიანგის ცრემლების თავის თანაპარტიელებსაც აღარ სჯერათ - მისი ბაქი-ბუქი და ბრალდებები აღქმადი არაა საზოგადოებაში

07 Jul 2021 21:48

ძველი სიმღერის გადამღერებასთან გვაქვს საქმე - მისი ნიანგის ცრემლების თავის თანაპარტიელებსაც აღარ სჯერათ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელის განცხადებას, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით.


ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მორიგი ბაქი-ბუქი და ბრალდებები არაფრის მომცემია.


“ძველი სიმღერის გადამღერებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ქვეყანას ჯანჯღარი დაუწყეს. ძალადობაზე გველაპარაკება ადამიანი, რომელიც პოლიციელებზე რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდა, ვგულისხმობ იმას, როდესაც შტურმი ჰქონდა მოწყობილი პარლამენტის წინ. მთელი მისი პარტიის მოღვაწეობა არის მოძალადე პოლიტიკური პარტიის მოღვაწეობა. მისი ნიანგის ცრემლების თავის თანაპარტიელებსაც აღარ სჯერათ, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ რევანში მათი შინაგანი მოთხოვნილებაა, მისი მორიგი ბაქი-ბუქი და ბრალდებები არაფრის მომცემი და აღქმადი არაა ჩვენს საზოგადოებაში. სამწუხაროა, რომ ნიკა მელია და გიორგი გახარია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდნენ როგორც ერთ პლატფორმაზე მდგარი ადამიანები”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.


ცნობისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, “მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და ოქტომბერში დამთავრდებიან”.





კომენტარები:

ფართი შოპი