კახა კუჭავა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

08 Jul 2021 00:18

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, ანარ კარიმოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ასევე, ხაზი გაესვა კულტურული დიპლომატიისა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას. მხარეების შეფასებით, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობასთან ერთად, კულტურა ის სფეროა, რომელიც ხალხთაშორისი ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს.

 

შეხვედრაზე, ასევე,  სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო და კოორდინირებული კომუნიკაციის შესახებ ისაუბრეს.




კომენტარები:

ფართი შოპი