1 საათით ადრე გაღვიძება ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკს 23%-ით ამცირებს - კვლევა

08 Jul 2021 11:11

კოლორადო ბაულდერის უნივერსიტეტის ჟურნალში JAMA Psychiatry ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც 1 საათით ადრე გაღვიძება ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკს 23%-ით ამცირებს.


კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა 800 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები აიღეს. მათგან 85 000 ძილის ტრეკერს ატარებდა, 250 000-მა გამოკითხვა შეავსო, სადაც წერდნენ, რომ ისინი იყვნენ ტოროლები (დილის ადამიანები), ღამის ადამიანები ან ისინი, რომლებიც, ამ ორს შორის, სადღაც შუაში არიან გამოკიდებულნი.


აღმოჩნდა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დასაძინებლად დაახლოებით 11 საათზე წვებოდა და 6 საათზე იღვიძებდა. შემდეგ მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს მათ გენეტიკურ მონაცემებს და სამედიცინო ჩანაწერებს იმის შესახებ, იღებდნენ თუ არა ისინი დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებებს, ან ოდესმე თუ ჰქონდათ დასმული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი.


შედეგებმა აჩვენა, რომ დილის ადამიანები 23%-ით ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისკენ დანარჩენებთან შედარებით. ასევე აღმოჩნდა, რომ 1 საათით ადრე დაძინებამ და, შესაბამისად, დილით ჩვეულებრივზე 1 საათით ადრე გაღვიძებამ, შესაძლოა, დეპრესიის რისკი 23%-ით შეამციროს. ჩვეულებრივზე 2 საათით ადრე დაძინებამ კი, შესაძლოა, მთელი 40%-ით შეამციროს ადამიანებში დეპრესიის განვითარების რისკი.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი