თეა წულუკიანი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

08 Jul 2021 12:20

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე ფეხბურთის ფედერაციის და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

 

სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და მეორე ლიგის კლუბების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა, ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ და კლუბების გამართული და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.




კომენტარები:

ფართი შოპი