ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე - მათი მხრიდან ახალი არ არის დესტრუქცია, მაგრამ განცხადებები, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, შემაშფოთებელი და სამარცხვინოა - საკუთარი თავი აიგდონ მასხრად

08 Jul 2021 14:03

მათი მხრიდან ახალი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა და დესტრუქცია, მაგრამ განცხადებები, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, უაღრესად შემაშფოთებელი და სამარცხვინოა - საკუთარი თავი აიგდონ მასხრად, სახელმწიფოს თავი დაანებონ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.


ღუდუშაურის თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოზე საუბრობენ, მოზომილები უნდა იყვნენ და წითელი ხაზები არ გადაკვეთონ.


„განცხადება, რომ ჩვენ სახელმწფო არ გვაქვს, საკუთარი თავის მასხრად აგდებაა, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, რომ როდესაც სახელმწიფოს ახსენებენ, ცოტა მეტად მოზომილები იყვნენ. ეს არ არის ის საკითხი, რაზეც ხელაღებით საუბარი შეუძლიათ. დიდი ხანია ეს პოლიტიკოსები გასული არიან მომსახურების სფეროდან და ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. მაგრამ მინდა დაბრუნდნენ და როდესაც სახელმწიფოს ახსენებენ, წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთავენ. სახელმწიფოსთან ფრთხილად იყვნენ როგორც განცხადებებში, ასევე ქმედებებში”,- განაცხადა ღუდუშაურმა.





კომენტარები:

ფართი შოპი