„ქალებს აეკრძალებათ მოკლე სახელოებიანი მაისური, შარვალი, მაკიაჟი, ასევე ქმრის, ან მამის ნებართვის გარეშე სოციალური ქსელების მოხმარება...“

08 Jul 2021 14:36

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ხედავს იმის საშიშროებას, რომ ხელისუფლებაზე საპატრიარქომ შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს და არსებული ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალოს. 

მინდიაშვილის აზრით, თუ საპატრიარქო მოინდომებს და ძალაუფლება ექნება, ქვეყანაში თავისუფლებას დიქტატურა ჩაანაცვლებს, სინათლეს სიბნელე, იქნება რეპრესიები და ტოტალური ძალადობა.


„როგორ შეიცვლება ყოველდღიურობა, თუ საპატრიარქო მოვა ხელისუფლებაში:


1) ქალებს აეკრძალებათ თავსაფრის გარეშე გამოჩენა, აიკრძალება მოკლე ქვედაბოლო და მოკლე სახელოებიანი მაისური, შარვალი, მაკიაჟი, აიკრძალება ზღვის სანაპიროზე ჩვეულებრივი საცურაო კოსტიუმით დასვენება, ან საერთოდ ზღვაზე დასვენება. შესაძლოა, აიკრძალოს თმის მოკლედ შეჭრა. ასევე ქალებს აეკრძალებათ კურთხევისა და ქმრის, ან მამის ნებართვის გარეშე, სოციალური ქსელების მოხმარება.


2) კაცებს აეკრძალებათ შორტით სიარული, მოშვებული გრძელი თმა, საყურეზე ლაპარაკი ზედმეტია. ფერადი ტანსაცმლით სიარული. უპირატესობა მიენიჭება მუქ სამოსს.


3) გაუქმდება კანონები ოჯახში ძალადობისა და ყოველგვარი დისკრიმინაციის შესახებ. ბავშვის ცემა აღმზრდელობით მეთოდად იქნება გამოცხადებული


4) გაუქმდება ყველანაირი გასართობი კლუბი, ასევე შესაძლოა, დახურონ თეატრები და მაქსიმალურად შეზღუდონ კინოთეატრები. გაუშვებენ მხოლოდ ცენზურირებულ ფილმებს, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოვა მორალის შესახებ მათ შეხედულებებთან. უპირატესობა მიენიჭება რუსულ კინოპროდუქციას.


5) შეიზღუდება შემოქმედების თავისუფლება: მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები, მეცნიერები იმუშავებენ მკაცრი ცენზურის ქვეშ, ან მათ საერთოდ აეკრძალებათ მუშაობა. მკრეხელობის აკრძალვის კანონი მკრეხელების გამო დაპატიმრებას გაითვალისწინებს.


6) უმკაცრესი ცენზურის ქვეშ მოექცევა მედია, მედიაორგანიზაციების უმეტესობა საერთოდ გაუქმდება, ცენზურის ქვეშ მოექცევა საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმე.


7) თავისთავად ცხადია, რომ გაუქმდება კაზინოები და ღამის კლუბები - ყველაფერი ეს არალეგალურად, რასაკვირველია, გააგრძელებს მუშაობას, ოღონდ მხოლოდ საპატრიარქოსთან დაახლოებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის


8 ) უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მოექცევა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები - ყველა ამ დაწესებულების იდეოლოგიური და მორალურ მდგომარეობას გააკონტროლებს ბლაღოჩინი


9) რასაკვირველია გაუქმდება პოლიტიკური პარტიები, შეიზღუდება შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება. ასევე კონტროლის ქვეშ მოექცევა საზღვარგარეთ წამსვლელები და აქ, ამ კამორაში ჩამომსვლელები


10) ეს და ბევრი სხვა სურვილი არ არის ჩემი ფანტაზია, ყველაფერი ამოკითხული და მოსმენილი მაქვს ქართველი სასულიერო პირების ქადაგებებსა და ნაწერებში. ასეთ რამეებზე ოცნებობენ ხოლმე, ლიბერალებისთვის თავების დაჭრისა და ყველა ოჯახში რუსეთის დროშის აფრიალებასთან ერთად.


ჰო, განსხვავებული ორიენტაციის მამაკაცებისთვის ერთადერთი უსაფრთხო და დაცული სივრცე, რასაკვირველია, ისევ წმინდა იერარქია, ანუ სასულიერო ასპარეზზე მოღვაწეობა იქნება.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი