ხაშმში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს და გაქურდეს

08 Jul 2021 15:01

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ხაშმში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, დაზიანებული და გატაცებულია ნივთები.


„ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ. შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.





კომენტარები:

ფართი შოპი