20 პატარა საიდუმლო, რომელიც უფრო მოხდენილს გაგხდით

29 Jun 2017 16:13

1. მოკლე ფეხებს ვიზუალურად დაიგრძელებთ, თუ მოკლე კაბას კრემისფერ ფეხსაცმელთან ერთად ჩაიცვამთ. 


2. სქელ თეძოებს სწორი ქვედაკაბა და შარვალი დაგიფარავთ. 


3. თუ ვიწრო წელი და განიერი თეძოები გაქვთ, თქვენთვის იდეალურია "კლოში" ჯინსი, ქამრით თეძოზე. 


4. გახსოვდეთ, რომ წვრილი ნახატები სამოსზე ვიზუალურად გაპატარავებთ, დიდი - გადიდებთ. 


5. მაქსი კაბა და ქვედაკაბა ვიზუალურად დაბალს გაჩენთ. 


6. უფორმო სამოსი ნებისმიერ ფიგურას ამახინჯებს. 


7. ფეხსაცმელი თხელ ქუსლზე, მრგვალი ცხვირით ფეხს უფრო პატარას გამოაჩენს. 


8. წაწვეტებულცხვირიანი ფეხსაცმელი ფეხს უფრო გრძელს აჩენს. 


9. შავი კოლჰოტი (50 დენზე მეტი) ფეხებს რამდენიმე სანტიმეტრით ათხელებს და აგრძელებს. ხოლო უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ შავ კოლჰოტზე შავ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ. 


10. ღია ფერის კოლჰოტი პირიქით, ფეხს უფრო მსუქანსა და მოკლეს აჩენს. მაგრამ კრემისფერ ფეხსაცმელთან - გრძელს. 


11. გამჭვირვალე ბლუზა გარშემო მყოფებს თქვენს ღირსებებსაც დაანახვებს და ნაკლოვანებებსაც. 


12. თუ სამოსის კომბინირება არ გამოგდით, კლასიკური მოდის წესების მიხედვით შეიმოსეთ. 


13. სამი ფერის კანონი: ჩაცმულობაში სამ ფერზე მეტს ნუ გამოიყენებთ. 


14. ვარცხნილობა სამოსს უნდა შეესაბამებოდეს. ნუ გაიკეთებთ კლასიკურ ვარცხნილობას, როცა ჯინსი გაცვიათ და მოუწესრიგებელ თმას ნუ დაიტოვებთ კლასიკურად ჩაცმული. 


15. ნუ დაისხამთ სუნამოს სამოსზე. იმ შემთხვევაში მოიქეცით ასე, თუ მხოლოდ ერთ სუნამოს ხმარობთ. სუნამო სამოსზე ერთ თვეზე მეტხანს ჩერდება. 


16. მრგვალსახიან გოგონებს V-ჭრილის ბლუზები მოუხდებათ. ოვალურსახიანებს მრგვალსაყელოანი ბლუზები. 


17. ნუ ჩაიციკლებით მხოლოდ ერთ სამოსზე; აგრეთვე, მხოლოდ ერთი ფერის სამოსზე. 


18. ბოტფორდები ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს. 


19. კოკო შანელის მიერ შექმნილი პატარა შავი კაბა გამხდარ გოგონებსაც უხდებათ და მსუქნებსაც, მაგრამ წვრილწელიან და ფართოთეძოიან გოგონებს - განსაკუთრებით. 


20. შეუხამეთ ერთმანეთს სამოსი და ფეხსაცმელი, ჩანთა და აქსესუარები და ქუჩაში გასული უამრავ კომპლიმენტს დაიმსახურებთ. 


წყარო: http://www.marao.ge/moda/style/7118-20-patara-saidumlo-romelic-ufro-mokhdenils-gagkhdith.html


კომენტარები:

ფართი შოპი