უზარმაზარი თაიგული და ფოიერვერკების დღესასწაული ფანჯრებთან - როგორ მიულოცეს იუბილე შორენას შვილმა და შეყვარებულმა

08 Jul 2021 15:44

ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს, ის 39 წლის გახდა. 

მას სოციალურ ქსელში მეგობრები აქტიურად ულოცავენ.


როგორც ირკვევა, იუბილე პირველმა საკუთარმა ქალიშვილმა - ევა ბარბაქაძემ მიულოცა და დედას ფერადი თაიგული მიართვა.


„გილოცავ, ჩემო ულამაზესო და ყველაზე კარგო ადამიანო. მიყვარხარ დედუნა“, - დაწერა ევამ სოციალურ ქსელში.


ასევე მიულოცა შორენას იუბილე შეყვარებულმაც, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და პერიოდულად შორენა მას სტუმრობს ხოლმე.


რჩეულმა შორენას თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგული გამოუგზავნა და ფანჯრების წინ ფოიერვერკების დღესასწაული მოუწყო.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი