რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას?

08 Jul 2021 16:11

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ.  რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას?  - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია. 



მენსტრუალური ციკლის გადაცდენას ორსულობის გარდა იწვევს სხვა მრავალი ფაქტორი. საშუალოდ მენსტრუალური ციკლი რეგულარულად 28 დღეშია. ყველა ქალს აქვს ინდივიდუალური მენსტრუალური ციკლი, ნორმად ითვლება ციკლიდან ციკლამდე 21 დღიდან 35 დღემდე შუალედი. განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას.


სტრესი - სტრესს შეუძლია დაარღვიოს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება- დაარღვიოს ჰორმონული დისბალანსი. ასევე სტრესი იწვევს წონის მკვეთრ მატებას ან მკვეთრ კლებას, რაც შესაბამისად გავლენას ახდენს მენსტრუალურ ციკლზე.



სხეულის მასისი დაბალი ინდექსი ( წონის დეფიციტი) - თუ იწონით თქვენთვის მისაღებ ნორმალურ წონაზე 10 %-ით ნაკლებს, ეს გამოიწვევს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევას და ანოვულაციას. გარდა ამისა ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ანორექსია ან ბულემია, აუცილებლად თან ერთვის მენსტრუალური ციკლის დარღვევა.



გაცხიმოვნება - ისევე როგორც წონის დეფიციტი, ასევე გაცხიმოვნება იწვევს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევას. შეგიძლიათ სახლის პირობებში იკვებოთ სწორად და ივარჯიშოთ, რათა მოხდეს წონის კლება. თუ წონას რთულად იკლებთ ან საერთოდ ვერ იკლებთ, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგს.




კომენტარები:

ფართი შოპი