ვახტანგ გომელაური - სპეცრაზმი გამოყვანილი იყო, მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ? როცა სჭირდებათ ჩაცმა, უნდა აღიჭურვონ პლასტმასებით, ხელკეტებით

08 Jul 2021 17:02

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცახდებით, თბილისში განვითარებული მოვლენებისას, უწყებას სპეცრაზმის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე გაყვანილი ჰყავდა.


ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, მმართველი ხელისუფლება 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას იღებს.


„სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ? ესენი ჩვეულებრივი პოლიციელები არიან. როცა სჭირდებათ ჩაცმა, უნდა აღიჭურვონ პლასტმასებით, ხელკეტებით. ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ. 3-4 დღეა ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ. ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება“, - განაცხადა გომელაურმა.


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი