ტელეჟურნალისტი დავით კიკალიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ჟურნალისტი საჯაროდ იხდის ბოდიშს და საზოგადოებას მიმართავს.
„მხოლოდ მეგობრებში ვწერ. მეგობრებო არ იფიქროთ, რომ განსხვავებულ აზრს პატივს არ ვცემ, პირიქით ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თავისი აზრი, პოზიცია ყველანაირი ფორმით და აქტიურად უნდა გამოხატოს. შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მეტიც მიუღებელიც გახდეს, მაგრამ ასეთია სიტყვის თავისუფლება და მისი არსი. მაგრამ სულ სხვა საკითხია ძალადობა!
მივმართავ ყველას ვინც ჩემს გვერდზეა ხელმოწერილი:
მეგობრებო, უნდა ვაღიარო ჩემს კარიერაში იყო მომენტები, როდესაც გარკვეულ ძალდატანების და ძალადობის ფაქტები, მწვავე კრიტიკის გარეშე დავტოვე, რადგანაც ახალგაზრდას მეგონა, რომ რაღაც დიადი მიზნებისათვის ამის მოთმენა შეიძლება. მწარედ ვცდებოდი, ამან როგორც პიროვნული ისე კარიერული ზიანი მომაყენა.
კიდევ ერთხელ ამისათვის საჯარო ბოდიშს ვიხდი.
ჟურნალისტურ საქმიანობაში გაკეთებული პაუზა, ჩემთვის საშუალება იყო ბევრი საკითხი უკეთ გამეაზრებინა.ამიტომ მივმართავ ყველა ხელმომწერს თხოვნით:
თუ თქვენ რაიმე ფორმით, ამართლებთ იმას, რაც 2021 წლის 5 ივლისს მოხდა, როდესაც, ქუჩაში ადამიანებზე ნადირობდნენ, 50 მეტი ჟურნალისტი უმოწყალოდ იცემა, ევროკავშირის დროშა ჩამოიხა და დაიწვა, თუ არ მოგწონთ მაგრამ სურვილი გაქვთ ამ უკმაყოფილებას მოაყოლოთ სიტყვა მაგრამ…..
გთხოვთ, დატოვეთ ჩემი ე.წ წ მეგობრების გვერდი! ან მარტივად ამომშალეთ თქვენი მეგობრების სიიდან.
არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი აზრი, გამონათქვამები თქვენთვის რაიმე ფორმით საინტერესოა. საჯარო სივრცეში ერთმანეთის აზრს ისედაც გავიგებთ, მაგრამ მეგობრები ვერ ვიქნებით.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის“, – წერს დავით კიკალიშვილი.
digest.ge