როგორ ვუმკურნალოთ საჯდომის ნერვის ანთებას

08 Jul 2021 19:12

იშიასი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვის ანთების გამომწვევი მიზეზი შეიძლება, იყოს ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი, მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, მსხლისებრი კუნთის სინდრომი, მალათაშორისი დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა, დიაბეტი, ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა. საჯდომი ნერვის ტკივილი ვითარდება ნერვის მოჭყლეტის ან მოყოლის დროს, რომელიც როგორც წესი, გამოწვეულია მალთაშუა დისკის თიაქრის ან ხერხემლის მალებში ძვლოვანი წანაზარდების შედეგად.


როგორ განვიკურნოთ წელ-გავის რადიკულიტისგან სახლის პირობებში:

ცივი და ცხელი კომპრესები – მკურნალობის პირველი 2-3 დღე გამოიყენეთ ცივი კომპრესები: გააცივეთ ყინული პირსახოცში, ისე, რომ ყინულის ტომარა გამოგივიდეთ, დაიდეთ მტკივან ადგილას და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5-ჯერ. ამის შემდეგ, იმავე პროცედურის გამეორება ცხელი კომპრესებითაც შეგიძლიათ, რომელთაც პერიოდულად, გაუსაძლისი ტკივილების შემთხვევაში, ისევ ცივით შეანაცვლეთ.


კურკუმა – წაისვით კურკუმისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი მტკივან ადგილზე. გაიჩერეთ 30 წუთი.


დაფნის ფოთოლი – 5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით და გადაწურეთ. სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ. გაითვალისწინეთ, რომ დაფნა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ თუ ცოტა სისუსტე იგრძენით, ტკბილი საკვები მიიღეთ.


ვაშლის ძმარი – ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ღამით, ძილის წინ. 20-ლიტრიან ბიდონში ნახევრამდე ჩაასხით ფეხის დასაბან ტემპერატურამდე გამთბარი წყალი. ჩაყარეთ ერთი მუჭა მარილი და ჩაასხით ნახევარი ლიტრი ვაშლის ძმარი, აურიეთ კარგად. ჩაყავით ფეხები ჭურჭელში და გააჩერეთ იქამდე, სანამ წყალი არ გაცივდება. ამის შემდეგ შეიმშრალეთ ფეხები, შეიხვიეთ მშრალი პირსახოცით და დაიძინეთ.


ფეხების მთელი ღამით თბილად გაჩერება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დაძინებამდე პირსახოცით ან თბილი ნაჭრით უნდა შეიხვიოთ.


დილით, ადგომისთანავე ჩაიცვით სანდლები და არავითარ შემთხვევაში არ გაიაროთ ფეხშიშველმა! გაითვალისწინეთ, ცურვის დროსაც კი არ იყოთ ფეხშიშველი.


ავადმყოფი მაგარ საწოლზე უნდა იწვეს. უმჯობესია, საწოლზე დავდოთ ხის დაფა და ზედ თხელი ლეიბი დავაგოთ. მწვავე ტკივილის დროს ხერხემლის დატვირთვის შესამცირებლად რეკომენდებულია წოლა. მწოლიარეს წელის ქვეშ უნდა ედოს ბალიში ან დახვეული პლედი, ხოლო ფეხები ოდნავ ამაღლებული და მუხლებში მოხრილი ჰქონდეს. ასეთ პოზიციაში ხერხემლის მიდამოს მსხვილი კუნთები დუნდება, რაც ტკივილს საგრძნობლად ამცირებს.


თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი