"არ გამოგივიდათ დამნაშავეთა საქმიდან "მოტეხვა", ახლა რას პასუხობთ შვილმკვდარ მამას? ვინ მოკლა მისი შვილი?" - ტარიელ კაკაბაძე

31 May 2018 21:28

"ხომ ვამბობდით! ხომ ვამბობდით პირველივე დღიდან, რომ საქმე არ იყო გამოძიებული! ხომ ვამბობდით, რომ დავით სარალიძის მკვლელები არ იყვნენ მიცემული პასუხისგებაში!


მიუხედავად უამრავი დადგენილი გარემოებისა, პროკურორები ჯიუტად აცხადებდნენ, რომ ამ ორმა ბრალდებულმა მოკლა დავით სარალიძე და სხვა პირი ამ დანაშაულში არ მონაწილეობდა.


დღეს სასამართლოს განაჩენით ხომ დადასტურდა, რომ პროკურორები ცრუობდნენ! ხომ დადასტურდა, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობდით!


საქმე შეთითხნეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ დამნაშავეთა საქმიდან "მოტეხვა" და მათი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება! ახლა რას პასუხობთ შვილმკვდარ მამას? ვინ მოკლა მისი შვილი?"


კომენტარები:

ფართი შოპი