ოპერატორი: რომ უნდა გავენადგურებინეთ მათგან ერთ-ერთს დაუვარდა ჯვარი, შევუნახე და მოაკითხოს

08 Jul 2021 23:42

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა,  რომელიც 5 ივლისს რადიკალთა ჯგუფმა სასტიკად სცემა, მასზე თავდამსხმელებს მიმართავს. ოპერატორი ამბობს, რომ თავდამსხმელთა ჯგუფიდან ერთ-ერთს ჯვარი დაუვარდა, რომელიც მაქს აქვს შენახული და მზადაა დაუბრუნოს.  


„როდესაც მოდიოდნენ და შეძახილი იყო, რომ ღმერთის სახელით უნდა გავენდაგურებინეთ ტრადიციებზე აღზრდილებს ჯვრით წინ, ერთი-ერთი მათგანისაა ეს ჯვარი, რომელსაც მე ფარისეველს ვეძახი. თუ ასეთი მნიშვნელოვანია მისთვის, შევუნახე და „ტვ პირველში“ შეენახება, შეუძლია მოაკითხოს. ჩვენ პატივს ვცემთ რელიგიას და ეკლესიას. არ დავაგდეთ ქუჩაში და მოვუვლით. თუ უნდა, ჩვენ თვითონ შევინახავთ“, – თქვა ლექსო ლაშქარავამ.


ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.


მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.


digest.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი