"გადმოპორტირებული გყავთ ადეიშვილის მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში" - თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" წევრებს

09 Jul 2021 00:30

ქვე­ყა­ნა წუმ­პე­შია, ორი დღის წინ ქა­ლაქ­ში ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი და­თა­რე­შობ­და - ერთი სი­ტყვა მა­ინც თქვით ამის შე­სა­ხებ, - ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და დი­ას­პო­რის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც სა­ბი­უ­ჯე­ტო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას და­ეთ­მო.


"სა­უბ­რობთ, ცხრა წელი, ცხრა წელი... ცხრა წელი კი არა, ქვე­ყა­ნა თავ­ზე დაგ­ვენგრა. თუკი ვინ­მე ნა­გა­ვი იყო, გა­მო­გე­ძი­ე­ბი­ნათ - და­გი­შა­ლათ ვინ­მემ?!... გად­მო­პორ­ტი­რე­ბუ­ლი რომ გყავთ ადე­იშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ში", - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა ორი კო­მი­ტე­ტის ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე.


პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და დი­ას­პო­რის კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა, რომ­ლის მთა­ვა­რი თემა 2021 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბია, ცხა­რე კა­მა­თით და­ი­წყო.


დე­პუ­ტატ­მა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ სხდო­მა­ზე 5-6 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა მო­ი­თხო­ვა და რო­გორც გა­ნა­ცხა­და, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს და­ესხნენ ჟურ­ნა­ლის­ტებს და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა დაწ­ვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი იყ­ვნენ.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი