ნინო ანანიაშვილი რუსეთზე - „რატომღაც გვავიწყდება რომ ერთი ქვეყანა ვიყავით“

09 Jul 2021 11:31

ქართველმა პრიმა-ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა რუსეთში მისი პედაგოგის იუბილეს პატივსაცემად გამართულ კონცერტზე ისაუბრა. ნინომ გადაცემაში „ყვითელი ყუთი“ განმარტა რომ ის ხელოვნებას და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევს და რომ არა საზოგადოების მხრიდან ზეწოლა, რუსეთის მოწვევაზე უარს არ იტყოდა.


„ჩვენ რატომღაც გვავიწყდება რომ ერთი ქვეყანა ვიყავით, მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა ეს, ასე იყო. რაისა სტრუჩკოვა იყო ჩემი მეორე დედა, როგორ შემეძლო მე რომ მის დაბადების დღეზე არ მეცეკვა, როგორ შემეძლო არ მეცეკვა ჩემი აღმზრდელი პედაგოგისთვის. მას შვილი არ ჰყავდა და მე გამზარდა შვილივით. მისი ქმარი ქართველი იყო და სიკვდილამდე უერთგულა, პასპორტში ქმრის გვარი ეწერა, როგორ შემეძლო მე იქ არ წავსულიყავი? არავის დაავიწყდეს რომ მე ვარ მოცეკვავე, მე არ ვაერთიანებ ხელოვნებას და პოლიტიკას. არც მანამდე და არც მერე რუსეთის მოწვევა არ მიმიღია. სწორედ იმიტომ რომ, აი ის შეურაცხყოფა ამეცილებინა თავიდან.


როდესაც რუსეთში რაისას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წავედი ისეთი ამბები მოხდა მე გული გამიხდა ცუდად, ექიმი დამჭირდა, ცეკვის წინ სამედიცინო დახმარება ჩამიტარეს, როდესაც გავდიოდი საცეკვაოდ არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვთქვი რომ ეს იქნებოდა ბოლო და გავედი“, - განაცხადა ნინო ანანიაშვილმა გადაცემაში „ყვითელი ყუთი“.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი