საქართველოში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს დღეს ჩამოაბრძანებენ

09 Jul 2021 11:39

საქართველოში დღეს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება. სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა.


უპრეცედენტო გადაწყვეტილება სიწმინდის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ უშუალოდ ინდოეთის პრემიერმა მიიღო. წმინდა ნაწილს პირადად ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოაბრძანებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და შეხვედრებს ხელისუფლების პირველ პირებთანაც გამართავს.


შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც პატრიარქი მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს.


როგორც ცნობილია, 2017-18 წლებში დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებმა ერთი წლით უკვე იმოგზაურა საქართველოში, რის შემდეგაც ისევ ინდოეთში დაბრუნდა. ამჟამად კი, გოას არქეოლოგიურ მუზეუმში დასვენებული წმინდა ნაწილი საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცემა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი