"ივანიშვილი, კვირიკაშვილიც იოლად მოისვრის, კარგა ხანია უნდა და “ხალხის მოთხოვნით” გააკეთებს"

31 May 2018 21:47

თამარ ჩერგოლეიშვილი: 


_ივანიშვილმა შეიძლება კვირიკაშვილიც იოლად მოისროლოს - უნდა კარგა ხანია და “ხალხის მოთხოვნით” გააკეთებს.

ანუ, ჰიპოტეტურად შეიძლება მთავრობის გადადგომის მოთხოვნაზეც წამოვიდეს.

ძალაუფლების ცენტრი სხვაგანაა.

მარიონეტების თეატრში თოჯინების ცვლა თავისტკივილია, მაგრამ არა - გაუსაძლისი.

სანამ ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს, მთავრობის ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - იქნებიან ღარიბაშვილივით, ფარცხალაძესავით. რა წააგეს იმათ? არსაიდან თანამდებობებზე მოხვდნენ, ცხოვრება მოიწყვეს და აგრძელებენ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია (ოპოზიციის უმრავლესობით) მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას უფლებამოსილება ექნება ამ შავბნელ საქმესთან თანამდებობის პირთა კავშირი გამოიძიოს, გავიგოთ, რა მოხდა - რანაირად აღმოჩნდა, რომ ბავშვი მოკლულია და მკვლელი “არ არსებობს”.

ეს კი უფრო დიდ ბერკეტს გვაძლევს, ივანიშვილის წინააღმდეგ, ასე გავიგებთ და ყველას გავაგებინებთ რაზე არიან წამსვლელები მისი ფავორიტები.

თორემ, ბარტყების გადმოგდებით ისე ჩანს, რომ ივანიშვილი ზის და “ხალხის ხმას უსმენს” - განსხვავებით წინამორბედებისგან.

რეალობაში ის ხდება, რომ სანამ თვითონაა ძალაუფლების ცენტრი, თოჯინა ყოველთვის მოინახება.

ვერაგია.


კომენტარები:

ფართი შოპი