მამუკა ხაზარაძე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე - "ქართულ ოცნებას" ყველგან თავისი კონტროლირებადი ხალხი სჭირდება

09 Jul 2021 14:17

"ქართულ ოცნებას" სჭირდება თავისი კონტროლირებადი ხალხი ყველგან,- ასე ეხმიანება "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურების წარდგენას, რომლებიც ცესკო- ს მოქმედი თანამშრომლები არიან.


ხაზარაძე მიიჩნევს, ვაკანტურ პოსტზე ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლების კანდიდატურების წარდგენა მოუთითებს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს შერჩიოს ადამიანები, რომლებიც მათ მოემსახურებიან.


„არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე ხედვა გააჩნია და სჭირდება ფუნდამენტური ცვლილება ამ ქვეყანაში. მათ ერთადერთი რამ სჭირდებათ, რომ ყავდეთ თავისი კონტროლირებადი ხალხი ყველგან, თვითონ ის ფაქტი, რომ ცესკო-დან 2 თანამშრომელია კონკურსში მონაწილე და სწრაფად და ფორსირებულად მიდის მათი არჩევის პროცესი, მიუთითებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება სერიოზული რეფორმა და სჭირდება ხალხი, რომელიც მათ მოსამსახურება,"- განაცხადა ხაზარაძემ.


შგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.


გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე.




კომენტარები:

ფართი შოპი