ლაგოდეხში სწავლებისა და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრი გაიხსნა

09 Jul 2021 14:43

ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო. სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განივითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. 


ცენტრების ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც ითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს.


ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლის ზევით.


"უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" სამწლიანი პროექტია, რომლის მიზანია - ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში და მათი სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება.


 პროექტი “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის “ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში (European union in Georgia).





კომენტარები:

ფართი შოპი