დავით ბერძენიშვილი - ღარიბაშვილი წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ივანიშვილს, თუმცა მეორეჯერ ღარიბაშვილის წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება

09 Jul 2021 15:08

ღარიბაშვილი წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ჩვენ ივანიშვილს და მეორეჯერ ღარიბაშვილის წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.


ბერძენიშვილის შეფასებით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ორი ბატონის - ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს მსახურია.


„მენტალურადაც არის ორი ბატონის მსახური - როგორც ივანიშვილის, ასევე საპატრიარქოსი, მენტალურად ის ბნელია.


გულწრფელ ხალხს ყოველთვის იყენებს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალა. ყველაზე უფრო მკაფიო გამოხატულება მათი მიზნის და მოთხოვნის არის ევროკავშირის დროშის 2-ჯერ ჩამოხსნა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი