ვახტანგ გომელაური პარლამენტში მისვლაზე - თუ ჯანმრთელობა არ შემიშლის ხელს, აუცილებლად მივალ - კარგი იქნება ზუსტად ავხსნა, რა მოხდა და როგორ მოხდა

09 Jul 2021 15:50

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისთვის პარლამენტში მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც მან გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კარგი იქნება, თუ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.


„ვალდებული ვარ, როცა ჩაინიშნება პროცედურები და დამიბარებენ, უნდა მივიდე. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, აუცილებლად მივალ და არაერთხელ მივსულვარ. არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით, კარგი იქნება ზუსტად ავხსნა დეპუტატებთან, რა მოხდა და როგორ მოხდა,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





კომენტარები:

ფართი შოპი