გიორგი გახარია: „მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს! ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება“

09 Jul 2021 19:09

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პირველი რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით - ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი რეგიონის მომავლისთვის. ვიშრომოთ  ამისთვის -ეს ერთი, და მეორე - ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტები, ყველას ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, თანაბარი ურთიერთობები; და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს. ახალგაზრდები და კიდევ ერთხელ ახალგაზრდები! ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.  გიორგი გახარიამ ბათუმის, გორისა და ზუგდიდის შემდგომ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისი ქალაქ ფოთში გახსნა.





კომენტარები:

ფართი შოპი