მთავარ პროკურორად ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. ამ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზარდიაშვილის კანდიდატურას უმრავლესობის გარკვეული ნაწილი უჭერს მხარს.
გავრცელებულ ინფომაციას ამ დროისთვის უმრავლესობაში არ ადასტურებენ.
ვანო ზარდიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, კერძოდ 2004 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე; 2004-2006წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი; 2007 წელს თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი; 2007-2010წწ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2010-2012წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2013-2016წწ. კი სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო.