ინსულტის მკურნალობის უახლესი მეთოდი და რთული ონკოქირურგიული ოპერაციები - „ჰელსიკორის“ სამედიცინო დირექტორი დავით ლოლაძე კლინიკის ახალ შეთავაზებებზე

09 Jul 2021 21:00

„ჰელ­სი­კო­რი“, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კა გახ­და, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მწვა­ვე მი­ღე­ბა­ზე და ამავდრო­უ­ლად, კლი­ნი­კა­ში არა­ერ­თი გეგ­მი­უ­რი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა. ის უკვე გახ­და თა­ვი­სი გე­ორ­გა­ფი­უ­ლი რა­ი­ო­ნის, დი­დუ­ბის წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა სას­წრა­ფო მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით. კლი­ნი­კა­ში გახ­სნი­ლია ახა­ლი ემერ­ჯენ­სი და ზო­გა­დი რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა. ახალ­გაზ­რდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მე­ბი კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის და­ვით ლო­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ერ­თი­ან­დნენ და რთულ სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვებს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით უმკლავ­დე­ბი­ან.

თა­ვად და­ვით ლო­ლა­ძე „ჰელ­სი­კო­რის“ გუნდს 1 წლის წინ შე­უ­ერ­თდა. მის­თვის მზარ­დი კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა და ამი­ტო­მაც და­თან­ხმდა შე­თა­ვა­ზე­ბას. უფრო დე­ტა­ლუ­რად კლი­ნი­კის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად და­ვით ლო­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.


რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ სწო­რედ „ჰელ­სი­კო­რი“ იყო ის კლი­ნი­კა, სა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბა გსურ­დათ?

რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო არ­გუ­მენ­ტმა გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი „ჰელ­სი­კორ­ში“ მოს­ვლა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კლი­ნი­კის ის­ტო­რია. „ჰელ­სი­კო­რი“ 6 წელი წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებ­და სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ზარ­ზე და პა­ცი­ენ­ტებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და კარ­დი­ო­ლო­გი­ის, კარ­დი­ო­ქი­რუ­გი­ი­სა და სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.


გა­სულ წელს კი მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ გავმხდა­რი­ყა­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­მძღვა­ნე­ლი უკვე მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის, რო­მე­ლიც კი­დევ აპი­რებ­და გა­ფარ­თო­ე­ბას. მას შემ­დეგ კლი­ნი­კას და­ე­მა­ტა 24 სა­ა­თი­ა­ნი სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის, მწვა­ვე მი­ღე­ბა, გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­მოს­ვლა და რა თქმა უნდა, მათი მარ­თვა ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის პა­ცი­ენ­ტის­თვის. ამ ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე­ში ყოფ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა ჩემ­თვის და ამი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი შე­თა­ვა­ზე­ბას. მე­ო­რე მხრივ კი, ჩემ­თვის, რო­გორც ქი­რურ­გის­თვის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა აქ საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვხე­დავ რე­სურსს, რო­მე­ლიც „ჰელ­სი­კორ­თან“ ერ­თად შე­მიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნო.


რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­მო­არ­ჩევს „ჰელ­სი­კორს“ დღეს ბა­ზარ­ზე?

დღე­ვან­დელ სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ზარ­ზე ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი კლი­ნი­კაა, რო­მელ­თა­გა­ნაც 2 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი გა­მოგ­ვარ­ჩევს. პირ­ვე­ლი არის ის, რომ ჩვენს რა­ი­ონ­ში, დი­დუ­ბე­ში აქამ­დე მსგავ­სი კლი­ნი­კა არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი კი ახალ­გაზ­რდა მე­ნე­ჯმენ­ტი და სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლექ­ტი­ვია. კლი­ნი­კა ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდა პერ­სო­ნა­ლი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.


ახალ­გაზ­რდა პერ­სო­ნალ­სა და მე­ნე­ჯმენტს იმი­ტომ ვუს­ვამ ხაზს, რომ მათ აქვთ უდი­დე­სი მონ­დო­მე­ბა და ფი­ზი­კუ­რი რე­სურ­სი. ახალ­გაზ­რდა ექი­მე­ბის ხედ­ვა მე­დი­ცი­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ტო­კოლს ეფუძ­ნე­ბა. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სრუ­ლად ეფუძ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს გა­მოც­დი­ლე­ბას, შე­სა­ბა­მის გა­იდ­ლა­ი­ნებ­სა და პრო­ტო­კოლს. არც ერთი ჩვენ მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, არა­თუ მა­ნი­პუ­ლა­ცია და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, არ ეფუძ­ნე­ბა მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბას. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ­თან აქვს შე­სა­ბა­მი­სად გა­წე­რი­ლი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი. ეს, ერ­თის მხრივ, ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს იცავს და ზო­გავს ზედ­მე­ტი ხარ­ჯის­გან, მე­ო­რე მხრივ, ჩვენ გვაძ­ლევს გა­ნახ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მუდ­მი­ვად ვი­ცო­დეთ სი­ახ­ლე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად გავ­ვი­თარ­დეთ.


დღეს „ჰელ­სი­კორს“ აქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი პრე­ტენ­ზია იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ სრუ­ლი­ად თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბას. ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს: 24 სთ-იანი ემერ­ჯენ­სი, ზო­გა­დი რე­ა­ნი­მა­ცია, ქი­რურ­გია, დი­აგ­ნოს­ტი­კა, ლა­ბო­რა­ტო­რია, თე­რა­პი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. და­ვი­წყეთ ინ­სულ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. დღეს ჩვე­ნი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს სრუ­ლად პა­სუ­ხობს. სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის მიერ ჩვენს კლი­ნი­კა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად უწყვე­ტად ხდე­ბა მწვა­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა. ჩვენ კი მათ ვუმკლავ­დე­ბით და შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბით ვმარ­თავთ.


რო­გორ ახერ­ხებს კლი­ნი­კა, რომ მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლეს ტენ­დენ­ცი­ებს მიჰ­ყვეს და სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გოს?

აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის მთა­ვა­რი გზა არის პრო­ტო­კო­ლე­ბის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა. მე­ო­რე მხრივ, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან უწყვე­ტი კავ­ში­რი გვაქვს. ამ ეტაპ­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა. მათ­თან ერ­თად ვა­წყობთ კონ­სი­ლი­უ­მებს და პა­ცი­ენ­ტის­თვის ოპ­ტი­მა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებთ ყვე­ლა­ზე რთულ შემ­თხვე­ვებ­შიც კი.


სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი ად­გილ­ზეც ჩა­მოგ­ვყავს. მა­გა­ლი­თად, მიმ­დი­ნა­რე წელს ჩა­ვა­ტა­რეთ ისე­თი უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია, რო­გო­რი­ცაა აორ­ტის სარ­ქვე­ლის ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი შეც­ვლა. ჩვენ ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბის პი­რო­ბებ­ში შევ­ძე­ლით და სა­ზღვარ­გა­რეთ და­ვამ­ზა­დე­ბი­ნეთ სარ­ქვე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტის­თვის და ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ. ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­ინ­ჟინ­რო ჯგუ­ფიც, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გვაქვს კონ­სი­ლი­უ­მე­ბის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თუ ად­გილ­ზე ჩა­მოს­ვლის თვალ­საზ­რი­სით.


რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ინ­სულ­ტის მარ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი გაქვთ კლი­ნი­კა­ში. მოგ­ვი­ყე­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ

ჩვენს კლი­ნი­კას სა­მარ­თლი­ა­ნი პრე­ტენ­ზია აქვს იმი­სა, რომ დღეს ინსლუ­ტის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ტო­კო­ლია და­ნერ­გი­ლი. პა­ცი­ენტს ვთა­ვა­ზობთ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარტს, რო­გო­რი­ცაა თრომ­ბექ­ტო­მია, თრომ­ბო­ლი­ზი­სი. ეს მე­თო­დე­ბი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას რა­დი­კა­ლუ­რად აუმ­ჯო­ბე­სებს. პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ინ­სულ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­წი­რუ­ლი იყო დიდი ხნით სტა­ცი­ო­ნა­რი­ზა­ცი­ის­თვის, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ვა­ლი­და­ზი­ცი­ი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თვი­საც კი, თრომ­ბექ­ტო­მი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ კლი­ნი­კას ოპე­რა­ცი­ი­დან მე-5-6 დღეს ტო­ვებს და სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­დის სახ­ლში. ასე­ვე, ინ­სულ­ტის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტია თრომ­ბო­ლი­ზი­სი, რის­თვი­საც „ჰელ­სი­კორ­ში“ სრუ­ლი მზა­ო­ბა გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი გუნ­დი­თა და პრე­პა­რა­ტე­ბით.



კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა გან­სა­კუთ­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობთ პა­ცი­ენ­ტებს?

კლი­ნი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, სწო­რედ კარ­დი­ო­ქი­რურ­გია. ჩვენ და­ვი­წყეთ მცი­რე­ინ­ვა­ზი­უი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის კე­თე­ბა ლე­ვან არო­ში­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, უკე­თე­სი შე­დე­გი მი­ი­ღოს და მალე გა­ე­წე­როს კლი­ნი­კი­დან. დღეს მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ პა­ცი­ენ­ტმა სერ­ვი­სი მი­ი­ღოს ტკი­ვი­ლის გა­რე­შე ან მი­ნი­მა­ლუ­რი ტკი­ვი­ლით. ჩვენც დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ ტკი­ვი­ლის მე­ნე­ჯმენტს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ჩა­რე­ვის ნაც­ვლად მცი­რე ინ­ვა­ზი­ით გა­ვა­კე­თოთ.


მცი­რე ინ­ვა­ზი­ურ ოპე­რა­ცი­ებს ვა­კე­თებთ სის­ხძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ა­შიც. ჩვენ გვაქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პა­ცი­ენტს ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში გა­ვუ­კე­თოთ ოპე­რა­ცია, რო­გორც ღია წე­სით, ასე­ვე მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი ენ­დო­ვას­კო­ლუ­რი ჩა­რე­ვით.


კი­დევ რო­მე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი ტარ­დე­ბა კლი­ნი­კა­ში?

საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. დიდი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს ღვიძ­ლის ქი­რურ­გია. ხში­რად კეთ­დე­ბა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ზო­გა­დი ქი­რურ­გე­ბი, სის­ხლძაღვთა ქი­რურ­გე­ბი, ონ­კო­ქი­რურ­გე­ბი. ეს არის ხოლ­მე დიდი მო­ცუ­ლო­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რომ­ლის ამოკ­ვე­თაც არის სა­ჭი­რო. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის პლას­ტი­კა ან შეც­ვლა. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ქი­რურ­გის­თვის - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს და ბევრ პა­ცი­ენტს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­როს.


სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა რჩე­ვებს მის­ცემთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას?

დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რაც კო­ვიდ19-მა გა­აჩ­ნა, სა­ა­ვად­მყო­ფოს ში­შია. სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ვერ დაძ­ლია შიში იმი­სა, რომ კლი­ნი­კა­ში წას­ვლით შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს. თუმ­ცა ამ ში­შით შე­იძ­ლე­ბა უფრო რთუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი.


ქრო­ნი­კულ, გან­სა­კუთ­რე­ბით, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევ­დი ექი­მის მიერ გა­წე­რილ მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მას მიჰ­ყვნენ და არ გა­მო­ტო­ვონ გეგ­მი­უ­რი ვი­ზი­ტე­ბი და კვლე­ვე­ბი.


ჩვენ აღ­ნიშ­ნულ რის­კებს კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ და შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ კლი­ნი­კა­ში არ იყოს რი­გე­ბი. ლო­დი­ნის დრო „ჰელ­სი­კორ­ში“ მაქ­სი­მუმ 10 წთ-ია.


ერთი კვი­რით გა­დად­გე­ბულ­მა ვი­ზიტ­მაც კი შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკან და­ხი­ოს და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა ვე­ღარც შევ­ძლოთ. ამი­ტომ ნუ გა­და­დებთ ექიმ­თან ვი­ზიტს - ეს არის ჩემი მთა­ვა­რი რჩე­ვა.


ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თვით­ნე­ბუ­ლად არ და­ი­წყოთ ან და­ას­რუ­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. მე­ზო­ბელს ან ნა­თე­სავს რომ კონ­კრე­ტუ­ლი წამ­ლით კარ­გი შე­დე­გი ჰქონ­და, არ ნიშ­ნავს, რომ თა­ვა­დაც იგი­ვე მე­დი­კა­მენ­ტი უნდა მი­ი­ღოთ. ჩვენს ექი­მებს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ პა­ცი­ენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ მათ უნდა მი­ი­ღონ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დეთ თვით­ნე­ბურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი