როგორი უნდა იყოს საცურაო კოსტიუმის ქსოვილი და რომელ წარწერებს უნდა მივაქციოთ ყურადღება არჩევისას

09 Jul 2021 21:35

ყველაზე უბრალო და იაფი საცურაო კოსტიუმი პოლიესტერისგან იკერება. ეს სინთეტიკური მასალა მტკიცე და გამძლეა, არც მზის სხივების ზემოქმედებით იცვლის ფერს, მაგრამ ძნელად შრება და მალე კარგავს ფორმას.



გამოადგება მას, ვისაც ის მხოლოდ ერთი სეზონისთვის სჭირდება.


კარგი საცურაო კოსტიუმი 15-20% ლაიკრას შეიცავს. ლაიკრაშემცველი ქსოვილი მოქნილია, კარგად არის მორგებული სხეულს, კვეთს ფიგურას.


ლაიკრის დამატების შემთხვევაში ბამბის ქსოვილებიც კი კარგად ინარჩუნებენ ფორმას.



რაც უფრო მეტია ქსოვილში ეს სინთეტიკური კომპონენტი, მით უფრო გამძლე და ძვირფასია საცურაო კოსტიუმი. მაგრამ არ შეგაცდინოთ მაღალმა პროპორციებმა: თუ ლაიკრის შემცველობა30%-ზე მეტია, ქსოვილი ვერ სუნთქავს.



ელასტინი (აშშ-ში იწარმოება სახელწოდებით სპანდექსი) - ეს არის პოლიურეტინული ბოჭკო, რომელსაც შესწევს უნარი, 700%-ით გაიწელოს.


მას ელასტიკურობისთვის ამატებენ სხვა მასალებს. ტაქტელი ლაიკრისა და ტრიკოტაჟის მიკრობოჭკოს ნარევია. ჰგავს პოლიამიდს, მაგრამ ნაკლებად ბზინავს. რბილია, ელასტიკური და ისეთი მსუბუქი, რომ კანზე არც კი იგრძნობა. პოლიამიდი - ამ ქსოვილისგან დამზადებულ საცურაო კოსტიუმს ადვილად ამოიცნობთ დამახასიათებელი ბზინვარების წყალობით. ის მტკიცეა, ელასტიკური, სწრაფად შრება, კარგად გამოკვეთს ფიგურას.



დღეს საცურაო კოსტიუმების უმრავლესობა იტალიური ქსოვილისგან იკერება, რომლის შემადგენლობაშია 20% ლაიკრა და 80% პოლიამიდი. მიკროფიბრა პოლიამიდის სახესხვაობაა. შესახებად სასიამოვნოა, საოცრად მსუბუქი და ნატიფია და სწრაფად შრება.



თუ საცურაო სამოსი დამზადებულია ქსოვილისგან, რომელიც მდგრადია ზღვისა და ქლორირებული წყლის მავნე ზემოქმედების მიმართ, მაშინ აუცილებლად შეამჩნევთ ეტიკეტზე წარწერას: Endurance და Chlorin Resistant.


მკურნალი




კომენტარები:

ფართი შოპი