"მივეჩვიეთ, რომ 9 წელი ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაზე, ცუდი ამინდიც კი წინა ხელისუფლებას ბრალდება. ხომ არ შეიძლება 9 წელი სულ ამაზე ისაუბრო"

10 Jul 2021 00:13

3200 მარტო სპეცრაზმელი ჰყავდათ მოყვანილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრების სამარცხვინო აქცია იყო- უუნაროები არიან იმ საქმეში, რაც ქვეყანას სჭირდება იმიტომ, რომ ქვეყანა არ აინტერესებთ, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ის რაც 5-6 ივლისს მოხდა, ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით.


"3200 მარტო სპეცრაზმელი ჰყავდათ მოყვანილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან,როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრების სამარცხვინო აქცია იყო. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვით. თუ გომელაურმა არ იცის, მით უარესი მისთვის და ჩვენთვის. გამოდის, ისე გეგმავს ამ უბედურებას და სამოქალაქო დაპირისპირებას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის და საერთოდ გონზე არაა რა ხდება. ვინც ოდნავჩახედულია პოლიტიკაში, აქციებში და ზოგადად სახელმწიფო როგორ იმართება, ეს იყო მიზანმიმართული აქცია",- აღნიშნავს ბურჯანაძე.


როგორც ბურჯანაძე განმარტავს, მმართველი გუნდი "უუნაროა", მათ ქვეყანა არ აინტერესებთ.


"ხელისუფლება რას მიკეთებს? მივეჩვიეთ, რომ 9 წელი ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაზე, ცუდი ამინდიც კი წინა ხელისუფლებას ბრალდება. ხომ არ შეიძლება 9 წელი სულ ამაზე ისაუბრო. ხელისუფლებისგან მუდმივად გვესმოდა, რომ გვისმენდა ოპოზიცია, ჩანაწერებს ოპოზიცია აკეთებდა, არჩევნებს ოპოზიცია აყალბებდა, ახლა "პრაიდს" და ამ ყველაფერს ოპოზიცია მართავს, შენ რაღას მართავ მაშინ?! ე.ი. შენ ვერაფერს აკეთებ, როგორც ხელისუფლება უუნარო ხარ. უუნაროები არიან იმ საქმეში, რაც ქვეყანას სჭირდება იმიტომ, რომ ქვეყანა არ აინტერესებთ. რაც მათი ძალაუფლების გახანგრძლივებას, კორუფციულ გარიგებებს და პირად კეთილდღეობის გაუმჯობესებას ეხება მშვენიერი უნარი გამოიჩინეს",-აღნიშნავს ბურჯანაძე.


ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხდებით, თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას, უწყებას სპეცრაზმის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე გაყვანილი ჰყავდა. მისივე თქმით, სპედანიშნულების რაზმი იყო გამოყვანილი, "3200 კაცი მუშაობდა".


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი