„მოკლე წერილი გამოგვიგზავნეს, სამი ბოდიშით: ბოდიში… ბოდიში… ბოდიში“ – ვინ და რის გამო ებოდიშება ზურა შევარდნაძეს

10 Jul 2021 12:20

„გარდენიას“ დირექტორი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში გაუქმებულ ჯავშნებზე წერს. მისი თქმით, პლეხანოვზე პატარა ოთახი აქვს, რომელსაც ძირითადად ტურისტებზე აქირავებს ხოლმე და პანდემიის პერიოდშიც არ უჩიოდა მომხმარებლის სიმცირეს.

 

მისი განცხადებით, ახალ წლამდე ყველა დღე დაჯავშნილი იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტურისტებმა ერთდროულად ოთხი ჯავშანი გააუქმეს. მიზეზსაც პოსტში განმარტავს.

 

„გაწბილებული ვარ. არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ.

 

პლეხანოვზე, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტკვადრატულმეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზად მოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ.

 

გაგანია პანდემიისას ადამიანი რომ არ ჭაჭანებდა მაშინაც კი გაქირავებული იყო.ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე.

 

წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია სულ. გუშინ და გუშინწინ ოთხი ჯავშანი გაუქმდა.

 

ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან რომლებმაც 11 მაისს დაგვიკვეთეს ოთახი მოკლე წერილი გამოგვიგზავნეს, სამი ბოდიშით.

 

დიასახლისს, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, წერენ: „ქეთევან, საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა და ვემზადებოდით.

 

კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში.“

 

დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი. წერტილი…“ – წერს ზურა შევარდნაძე.


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი