როგორი იქნება "მზიური გარდენსის " ბალნეოლოგიური კურორტი ბათუმში

10 Jul 2021 13:32

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის ეპო­ქა, თით­ქოს, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში დას­რულ­და და ახა­ლი, 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის ეპო­ქა და­ი­წყო. თუმ­ცა მათ, ვინც ჯან­სა­ღი, სრულ­ყო­ფი­ლი დას­ვე­ნე­ბის ფასი იცის, აღ­დგე­ნი­ლი ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია და იქ დას­ვე­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლურ სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და სარ­გე­ბელ­საც იღებს. ქვე­ყა­ნა­ში უკვე აღ­დგე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ნა­ტო­რი­უ­მი და რამ­დე­ნი­მე­ზეც მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა ბა­თუ­მი­დან სულ რა­ღაც 6კმ-ში, კუ­რორტ მა­ხინ­ჯა­ურ­ში იგეგ­მე­ბა.


ცოტა ხნის წინ ბრი­ტა­ნულ­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კამ­პა­ნია MRMU INTERNATIONAL - მა, სა­ხელ­მწი­ფოს­გან შე­ის­ყი­და ყო­ფი­ლი პან­სი­ო­ნატ “მა­ხინ­ჯა­უ­რის” ტე­რი­ტო­რია, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სპა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრის მო­წყო­ბაა და­გეგ­მი­ლი. კომ­პლექსში „მზი­უ­რი გარ­დენ­სი“ 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­რო CROWNE PLAZA გან­თავ­სდე­ბა. გარ­და ამი­სა, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა ზღვის­პი­რა, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი რეკ­რე­ა­ცი­ით, სა­ბავ­შვო ზო­ნით, კერ­ძო პარ­კი­რე­ბით, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სა­ნა­პი­რო ზო­ლით, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნით, გარე და და­ხუ­რუ­ლი აუ­ზით, სპა ცენ­ტრი­თა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი ეს ობი­ექ­ტი კი შშმ პი­რე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში 43.6 კვ.მ–დან 200 კვ.მ–დე ფარ­თის აპარ­ტა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს არის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა რო­გორც დას­ვე­ნე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის­თვის, ისე სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ წე­ლი­წა­დის ოთხი­ვე სე­ზონ­ზე. კომ­პლექ­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა წლის ნე­ბის­მი­ერ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია.


„მზი­უ­რი გარ­დენ­სის“ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში შე­მა­ვა­ლი 15 000 კვ. მეტრზე გა­და­ჭი­მუ­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა, მთი­სა და ზღვის ჰა­ე­რის ნა­ზავ­თან ერ­თად უნი­კა­ლურ მიკ­როკ­ლი­მატს და ხა­რის­ხი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბი­სათ­ვის იდე­ა­ლურ გა­რე­მოს ქმნის. რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა ფიჭვნა­რი და სხვა ენ­დე­მუ­რი ნარ­გა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე წლე­ბია ამ­შვე­ნებს აქა­უ­რო­ბას. წინ მდე­ბა­რე სა­ნა­პი­რო ზოლი სუფ­თა ზღვის წყლით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც თა­ლა­სო­თე­რა­პი­ი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს ქმნის. მომ­ხმა­რებ­ლის­თვის პრო­ექტს გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს სძენს ის ფაქ­ტი, რომ "მზი­უ­რი გარ­დენსში“, აპარ­ტა­მენ­ტე­ბი ბარ­დე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრე­მი­უმ კლა­სის რე­მონ­ტით, ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით.


ამ­ჟა­მად კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­ტერნ­სი­უ­რი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შავი კარ­კა­სის მშე­ნებ­ლო­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. პრო­ექ­ტი 2022 წლის ივ­ნის­ში სრუ­ლად ბარ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი კუ­რორტ „მა­ხინ­ჯა­უ­რის“ ის­ტო­რი­აც გა­ვიხ­სე­ნოთ.


კუ­რორტ მა­ხინ­ჯა­უ­რის ერთ-ერთ მთა­ვარ სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რად ით­ვლე­ბა ბალ­ნე­ო­თე­რა­პია _ მკურ­ნა­ლო­ბის და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მე­თო­დი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა კუ­რორტზე არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით. მა­ხინ­ჯა­უ­რის თერ­მუ­ლი წყა­რო­ე­ბის გა­მო­სა­ვა­ლი, ულა­მა­ზეს მდი­ნა­რე სა­კალ­მა­ხეს ხე­ო­ბა­შია, რომ­ლის ლან­დშაფ­ტი და მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რი თა­ვის­თა­ვად გა­მა­ჯან­სა­ღებ­ლად მოქ­მე­დებს ადა­მი­ან­ზე.


მა­ხინ­ჯა­უ­რის გო­გირ­დო­ვა­ნი წყლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­რი­ღი შო­რე­ულ წარ­სულ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, თუმ­ცა მისი ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის ის­ტო­რია 1880 წლი­დან იწყე­ბა, როცა გერ­მა­ნელ­მა ვა­ჭარ­მა კა­ნი­დუს პან­ცერ­მა შე­ი­ძი­ნა ტე­რი­ტო­რია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის გა­მო­სა­ვალ­თა­ნერ­თად.


1904 წელს აქ აიგო საკ­მა­ოდ კარ­გი შე­ნო­ბა, რო­მელ­საც გა­აჩ­ნდა პა­ტა­რა სას­ტუმ­რო. მო­ე­წყო ორი სა­ა­ბა­ზა­ნო ოთა­ხი, სა­დაც და­სა­წყის­ში უპი­რა­ტე­სად მკურ­ნა­ლობ­დნენ ქრო­ნი­კუ­ლი რევ­მა­ტიზ­მით შე­პყრო­ბილ პა­თო­ლო­გი­ებს. თით­ქმის სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ტე­რი­ტო­რია გან­ვი­თარ­და და აშენ­და საკ­მა­ოდ დიდი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი გა­ჯან­სა­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­დან, არა­მედ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. მათ შო­რის იყო პან­სი­ო­ნა­ტი "მზი­უ­რი".


90-იან წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა პან­სი­ო­ნა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. შე­სუს­ტდა ყუ­რა­დღე­ბა, რო­გორც ზემ­დგო­მი, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან. შემ­ცირ­და პერ­სო­ნა­ლის რი­ცხვი, შე­ნო­ბას აღარ ჩა­ტა­რე­ბია მიმ­დი­ნა­რე შე­კე­თე­ბა, უყუ­რა­დღე­ბო­ბის ფონ­ზე ინ­ვენ­ტა­რის და ძვირ­ფა­სი ია­რაღ- მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­ტა­ცე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა მოჰვა. შე­დე­გად პან­სი­ო­ნატ­მა შე­წყვი­ტა საქ­მი­ა­ნო­ბა.


ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­დე­გად კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ მო­ე­წყო­ბა სპა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრი, სა­დაც დამ­სვე­ნებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ წლის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე ჩა­ი­ტა­რონ ბალ­ნე­ო­თე­რა­პია მკურ­ნა­ლო­ბის და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მე­თო­დი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა კუ­რორტზე არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით. ეს ხელს შე­უ­წყობს რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას და აჭა­რა­ში წე­ლი­წა­დის ოთხი­ვე სე­ზონ­ზე ტუ­რის­ტე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­მოს­ვლით ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდა­საც.


რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, "მზი­უ­რი გარ­დენ­სი" იქ­ნე­ბა მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც აპარ­ტა­მენ­ტებ­თან ერ­თად, Crowne Plaza-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო 5 ვასრკვა­ლი­ავნ სას­ტუმ­რო­საც მო­ი­ცავს და ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვე­ნი დას­ვე­ნე­ბი­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის, ცხოვ­რე­ბი­სა თუ გა­სა­ქი­რა­ვებ­ლად, სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცი­აა მო­მა­ვალ­ში.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი