SOS! ამირან გამყრელიძე შეზღუდვების დაბრუნებაზე ალაპარაკდა - "მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს"

10 Jul 2021 14:04

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება, ამის შესახებ გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.


„შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, მაგრამ გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი და რეკომენდაციები თუ შეზღუდვები, რაც არსებობს. ეს რეკომენდაციებია: პირბადის ტარება, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, გირჩევთ, რომ თუ რამდენიმე ადამიანი ერთად დაბრძანდებით, ყველას გვეკეთოს პირბადე გარე სივრცეშიც. შიდა სივრცეებში კი აუცილებელია. მეორე არის დისტანცია. მესამე რეკომენდაცია – თავი ავარიდოთ თავშეყრას.


ასევე, ჩვენი რეკომენდაცია იყო საბჭოზე და ამას კიდევ გავაჟღერებთ – იმართება კონფერენციები, სემინარები და ამ შეკრებებზე დავუშვათ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის ქართული ველოსიპედი, ეს ხორციელდება სხვა ქვეყნებში და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ. არავინ არ არის წინააღმდეგი სემინარების ჩატარების. სემინარებზე უნდა ატარონ პირბადე, დისტანცია უნდა იყოს დაცული, მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ სემინარის მონაწილეები იყვნენ წინასწარ აცრილები, ისევე, როგორც სემინარის დამგეგმავები და ჩამტარებლები.


თუ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს და ავიცრებით, არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვები დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს საბჭოზე”, - განაცხადა გამყრელიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი