ანსამბლი, ,,რაშოვდა'' გრან-პრის მფლობელია

10 Jul 2021 14:39

 სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დავით თორაძის სახელოვნებო სკოლასთან არსებულ ანსამბლს - ,,რაშოვდა", რომელმაც ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე - ,,ოქროს ბათუმი" ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და


გ რ ა ნ-პ რ ი ს მფლობელი გახდა, გამარჯვება პირადად მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს. მადლიერების ნიშნად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ანსამბლის თითოეულ წევრს ცეკვის ფორმებს  შეუკერავს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ინიციატივით ანსამბლს საქართველოს რომელიმე კუთხეში ექსკურსია დაუფინანსდებათ.





კომენტარები:

ფართი შოპი