"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი... პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე, რადგან თავის სახლში ვერაფერი იპოვა" - რას წერს სააკაშვილი?

10 Jul 2021 16:11

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ პო­ლო­ნეთ­ში შემ­თხვე­ვით ქარ­თველ ტაქ­სის მძღოლს შეხ­ვდა.


"ერთ-ერთ რე­ის­ზე ემ­ზარს შევ­ხვდი ზუგ­დი­დი­დან, ფრე­ნის დროს, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში მუ­შა­ობს 800 ევ­რო­ი­ან სა­მუ­შა­ო­ზე იმი­ტომ, რომ თა­ვის სახ­ლში ვე­რა­ფე­რი ვერ იპო­ვა.


ახლა, რომ ყო­ფი­ლი­ყო ლა­ზი­კა, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი ემ­ზა­რის­თა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, იქ­ნე­ბო­და 2000 ევრო სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ, ასე ვხვდე­ბით აე­რო­პორ­ტი­დან აე­რო­პორ­ტში, სა­დღაც შემ­თხვე­ვით ქუ­ჩა­ში, ქარ­თველ ტაქ­სის მძღო­ლებს პო­ლო­ნეთ­ში.


ყვე­ლა უნდა და­ვაბ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­სი გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა - ჩვენ შევ­ძლებთ ეს გა­ვა­კე­თოთ! ჩვე­ნი დაც­ვის ბოლო ხაზი გა­დის წლე­ვან­დე­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ზე, უკან და­სა­ხე­ვი გზა სა­ქარ­თვე­ლოს აღარ აქვს. ემ­ზა­რი უნდა დაბ­რუნ­დეს სახ­ლში, ზუგ­დიდ­ში" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.


ამბები.ge



კომენტარები:

ფართი შოპი