სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ,ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

10 Jul 2021 16:25

მხარის რწმუნებული დაინტერესდა თუ რა ეტაპზეა სოფელ საჭამიასერში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო სოფელ შუა ამაღლებაში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი.


ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე დასრულდება სოფელ საჭამიასერში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობის სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ჯორჯიან კომპანი'' ახორციელებს. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.


გიორგი ურუშაძემ  ასევე, დაბა ჩოხატაურში მდინარე ორპირას კალაპოტის რეაბილიტაციისა და რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.




კომენტარები:

ფართი შოპი