გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმზე: ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა, ამ საკითხით პოლიტიკური პიარი არაგონივრული და არასწორია, პარტია „საქართველოსთვის“ ამ მემორანდუმს არ შეუერთდება

10 Jul 2021 17:53

გიორგი გახარიამ  დღეს მედიის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა რომ ლგბტ უფლებების მემორანდუმს პარტია ,,საქართველო“ არ შეუერთდება რადგან ეს საკითხით არაგონივრული მანიპულაცია და პოლიტიკური კეკლუცობაა.


„მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია. საქმე უნდა აკეთოს ყველამ - სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კონსტიტუციური უფლებები და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე მოქმედებდეს“ 


პარტია ,,საქართველოსთვის“ თავჯდომარე - გიორგი გახარია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.  გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ბათუმის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და მარტვილის შემდგომ დღეს ქუთაისში გახსნა.




კომენტარები:

ფართი შოპი