ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ფონდი აფხაზინტერკონტის ოფისში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის, ფონდი „აფხაზინტერკონტის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

10 Jul 2021 22:57

პრეზენტაციას, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


პრეზენტაციის მიზანია,  პროექტის ზოგადი და რეგიონული ჰაბის კონკრეტული მიზნების, პროექტის სამიზნე ჯგუფებისა  და ბენეფიციარების (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები,  სათემო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, ახალგაზრდები და სკოლის მასწავლებლები, სამოქალაქო აქტივისტი და მოქალაქეები,  საჯარო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების ჩათვლით წარმომადგენლები, ბიზნეს სუბიექტები, მედიის წარმომადგენლები, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები) გაცნობა.


რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიზანია, რეგიონულ  დონეზე ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომლის მიღწევაც შესაძლებელი იქნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფით.


პრეზენტაციაზე ისაუბრეს ფონდი ,,აფხაზინტერკონტის" თავმჯდომარემ არჩილ ელბაქიძემ,ქალბატონმა თამარ  მიქაუტაძე-ელბაქიძემ,ფონდის წარმომადგენლებმა.მათ აქცენტი გააკეთეს იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ფონდი ახორციელებს.


შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება მოკლედ გაეცნო როგორც რეგიონული ჰაბის, ასევე პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ განმხორციელებელი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქტივობებს.


ღონისძიება ორგანიზებული იყო  ფონდი „აფხაზინტერკონტის“ მიერ -  ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.


პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).





კომენტარები:

ფართი შოპი