სამეგრელოში პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ ფარგლებში ლექცია - კონცერტი ჩატარდება

11 Jul 2021 01:31

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 11 - 14 ივლისს, ლექცია-კონცერტებს სამეგრელო უმასპინძლებს. მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ ღონისძიებებს ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი ფორმა ექნება.


ღონისძიებების პროგრამა ასეთია: 11 ივლისი, 12:00 საათი - ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღი

კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები - მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);


11 ივლისი, 17:00 საათი - ხობის ცენტრალური პარკი ან კულტურის სახლის დიდ დარბაზი

კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები - მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე); 12 ივლისი, 12:00 საათი - წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები - მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);

12 ივლისი, 17:00 საათი - ჩხოროწყუს ცენტრალური პარკი

კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები - მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე); 13 ივლისი, 12:00 საათი - სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები - მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე);


13 ივლისი, 17:00 საათი - აბაშის კულტურის სახლი

კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები - მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე); 14 ივლისი, 12:00 საათი,   ფოთის ცენტრალური პარკი

კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები - მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე).


პროექტში მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი („თაო“, ხელმძღვანელები - მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე), სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.


აღსანიშნავია, რომ ლექცია-კონცერტები რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.




კომენტარები:

ფართი შოპი